თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეები სწავლას კლასებში გააგრძელებენ

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. მისი თქმით, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ დისტანციური სწავლის მეთოდიც.

„ყველაგან, სადაც დღეს ონლაინ მიმდინარეობს სწავლა, აჭარის გარდა, 1 ოქტომბრიდან 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები ფიზიკურად საკლასო ოთახებში გაგრძელებენ სწავლას და ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთსა და გორს, 1 ოქტომბრიდან ფიზიკურად სწავლა გაგრძელდება ყველა კლასში. იგულისხმება არა მხოლოდ 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით, არამედ მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლითაც.

რაც მთავარია, იქ, სადაც დღეს სწავლა დისტანციურია, ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში, სადაც 1 ოქტომბრიდან გაგრძელდება სწავლა საკლასო ოთახებში, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ აირჩიონ სწავლების დისტანციური მეთოდიც“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 254 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 62 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

Stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 4399; მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1705; გარდაცვლილი – 25; კარანტინის რეჟიმში – 5390; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836; კოვიდსასტუმროში მყოფი პირები – 640; უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;