თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება – კარასინი

პუბლიკა

ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინი რუსულ სამთავრობო მედიას საქართველოში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაზე ესაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსენება.

„ეს ცენტრი ქართულ-რუსული ურთიერთობის განვითარებაში დიდ როლს შეიტანს“. – განაცხადა კარასინმა რუსულ მედიასთან და აღნიშნა, რომ იმედოვნებს, საქართველოს მიერ დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები, რომელშიც წლის ბოლოს რუსეთის მოქალაქეები მიიღებენ მონაწილეობს, ინციდენტების გარეშე ჩაივლის.

პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და  გრიგორი კარასინის შეხვედრა გუშინ გაიმართა. კარასინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავარი ამოცანაა, საქართველოსა და რუსეთს შორის ჩიხში შესული ურთიერთობა  მოგვარდეს.