თბილისში საბავშვო ბაღთან მშობელი დაჭრეს

პუბლიკა

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, საბავშვო ბაღთან სროლა იყო. დაჭრილია მშობელი.

შსს-ში „პუბლიკას“ დაუდასტურეს, რომ დაკავებულია ერთი პირი.

გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ipn-ის ინფორმაციით, კონფლიქტი და შელაპარაკება ძაღლის გამო დაიწყო.