თბილისში საცხოვრებელ კორპუსთან ჩვილის ცხედარი იპოვეს

პუბლიკა

თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ჩვილის ცხედარი იპოვეს.

როგორც „პუბლიკას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებით დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.