თბილისში, „სადგურის მოედანთან" კაცი მოკლეს

პუბლიკა

თბილისში, „სადგურის მოედანთან” კაცი მოკლეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, კაცს დაზიანება სახის არეში აქვს მიყენებული. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

„პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.