თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე, ერთ-ერთ იტალიურ ეზოში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
გარდაცვლილი 74 წლის ქალია, რომელიც თვითმხილველების თქმით, აივანზე სარეცხს ფენდა. სწორედ ამ დროს ჩამოინგრა აივანი.
ეზოში მცხოვრები ადამიანები მედიასთან ამბობენ, რომ საცხოვრებელი სახლი ავარიულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.