თბილისში სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა

პუბლიკა

დღეს, 24 ივლისს, თბილისში „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“ გაიხსნა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკაში მომსახურებას მიიღებს 200 ბავშვი და 250 მოზარდი.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სპეციალისტი, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე აღიზრდება, შეძლებს და დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს საჭირო უნარ-ჩვევების შეძენასა და რეაბილიტაციაში.

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) პრესრელიზში ვკითხულობთ, „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის“ შექმნის მიზანი, რეგიონში პირველი საერთაშორისო გამოცდილებებზე დაფუძნებული, მაღალკვალიფიციური სარეაბილიტაციო მომსახურებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური სასწავლო ბაზის შექმნა იყო.

„კენ ვოლკერის კლინიკა პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც აღჭურვილია ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით და საჭიროების მქონე პირებს სთავაზობს სრულ კომპლექსურ მულტიდისციპლინურ (გუნდურ მიდგომაზე დაფუძნებული) სარეაბილიტაციო მომსახურებას”, – წერს თსსუ.

მათი ცნობით, კლინიკაში განთავსდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სარეაბილიტაციო მიმართულების ყველა სტრუქტურული ერთეული და შეიქმნება სრული სარეაბილიტაციო კლინიკური ბაზა:

► თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტი;

► თსსუ-ის სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის დეპარტამენტი;

► თსსუ-ის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრი;

► თსსუ-ის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის დეპარტამენტი;