თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, სავარაუდოდ, მშენებლობიდან მუშა, ჯაბა ქამადაძე, გადმოვარდა და დაიღუპა.
შსს-ში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, ამ ეტაპზე გამოძიების კონკრეტულ მუხლს არ ასახელებენ.
ოჯახის ახლობელი, რომელმაც მშენებელი კომპანიის შიდა კამერების ვიდეოკადრები ნახა, „ტვ პირველს“ ეუბნება, რომ კადრებში ჩანს „კალათის ჩამონგრევა“, მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ექსპერტიზა დაადგენს, თუ რა მოხდა.
ჯაბა ქამადაძე აქტიური სამოქალაქო აქტივისტი იყო.