თბილისში, პეკინის ქუჩაზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი, შეიარაღებული მამაკაცი ბანკში შეიჭრა და თანხა მოითხოვა.
მან თანხა წაიღო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებულიები არ არიან, როგორც ამ მომენტისთვის ცნობილია, მძარცველს მძევლები არ აუყვანია.