თბილისში სასწრაფოს მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ავარიის შედეგად გადაბრუნდა

პუბლიკა

მეტროსადგურ 300 არაგველის მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელსაც პაციენტი კლინიკაში გადაჰყავდა, მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა – ამის შესახებ „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, პაციენტი უკვე გადაყვანილია დანიშნულების ადგილზე – ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა.