თბილისში, სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქე მოკლეს

პუბლიკა

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქე მოკლეს. დაჭრილია ერთი პირი.

მკვლელობისას, სავარაუდოდ, ცივი იარაღი გამოიყენეს. როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.