თბილისში, სავარაუდოდ, CO-თი მამაკაცი დაიღუპა

პუბლიკა

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 62 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, CO-ით დაიღუპა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბინაში იპოვეს უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე ინფორმაციით, შემოწმების შედეგად ბინაში აკრძალული, კუსტარულად დამონტაჟებული ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებელი აღმოჩნდა.

„დღეს დილით გლდანის მე-5 მკრ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 62 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ბინაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს“. სამაშველო საგამოძიებო და „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ სპეციალური აპარატურით შემოწმდა გაზგაყვანილობა.