თბილისში „სინოვაკის" ვაქცინაზე ამ ეტაპზე ყველა ადგილი შეივსო

პუბლიკა

თბილისში „სინოვაკის” ვაქცინაზე ყველა ადგილი რეგისტრაციიდან რამდენიმე საათში შეივსო. ამ დროისთვის [2:50] ადგილები ხელმისაწვდომია რეგიონებში.

რეგისტრაცია დღეს 12 საათიდან დაიწყო, თავად აცრის პროცესი კი 24 მაისიდან დაიწყება.

საქართველომ 29 აპრილს ჩინეთის მთავრობისგან საჩუქრად მიიღო 100 000 დოზა „სინოვაკი“, რომელიც 50 ათას ადამიანზეა გათვლილი.