თბილისში „თიბისი“ ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა

პუბლიკა

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „თიბისი“ ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, „თიბისი ბანკის“ ფილიალში შეჭრილი პირი ფულს ითხოვდა, თუმცა მისი წაღება ვერ მოახერხა,რადგან ბანკის თანამშრომელმა განგაშის სიგნალის ჩართვა მოასწრო.

თავდასხმის შედეგად, არავინ დაშავებულა.

შსს-ში ამბობენ, რომ თავდამსხმელი დაკავებული არ არის, რადგან მამაკაცმა გაქცევა მოასწრო.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 178-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და ძარცვას გულისხმობს.