თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ

პუბლიკა

ღამით თბილისში თავს დაესხნენ ტრანსგენდერ ქალს, ნატა ტალიკიშვილს. „მთავარ არხთან“ ტალიკიშვილი ჰყვება, რომ თავდამსხმელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თავში აგურის ნატეხი ჩაარტყა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ჩვენი ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.

„ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი, ორთაჭალის ავტოსადგურზე, თავში ჩამარტყეს აგურის ნატეხი. ერთი ადამიანი იყო. გაჩერებაზე გამიარა, გამომიარა… მიმართვები ტრანსფობიური იყო, შენ ვინ გაბლატავებს ამ ქვეყანაში, შენნაირების დედა.. ჩარტყმა კი არა სიკვდილის ღირსი ხარო“, – ჰყვება ტალიკიშვილი.