თბილისში ტრაქტორი დაგორდა და 3 ავტომობილს დაეჯახა - დაშავდა ორი ადამიანი

პუბლიკა

თბილისში, ბეჟან კალანდაძის ქუჩის ასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაგორდა ტრაქტორი, რომელიც 3 ავტომობილს დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.