თბილისში ტურისტი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა - მედია

პუბლიკა

რუსული მედიის ცნობით, თბილისში მოსკოვიდან ჩამოსული ტურისტი, ახალგაზრდა ქალი მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა და თავის მრავლობითი დაზიანება მიიღო. საავადმყოფში ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მედია ინფორმაციას ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამარხზე დაყრდნობით ავრცელებდა.

ბლოგერი წერს, რომ მან ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ოჯახის და მეგობრების თხოვნით წაშალა.

თუმცა მედიაში ვრცელდება უბედური შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ორი ახალგაზრდა მღერის და ერთმანეთს ვიდეოს უღებს, რა დროსაც ერთ-ერთი რესპუბლიკის მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.