თბილისში, მშვიდობის ხიდზე უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
აქცია უკრაინის მოქალაქეების ორგანიზებით ჩატარდა.
დღეს მსგავსი პერფორმანსი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქალაქში გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა მშვიდობის ხიდზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და უკრაინის მხარდასაჭერი ბანერები გაშალეს.