თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინისადმი სოლიდარობის მარში იმართება.
აქციაში მონაწილეობენ როგორც საქართველოში მცხოვრები უკრაინელები, ასევე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინელ ხალხს.
„რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა”, „დიდება უკრაინას” ამ ტრანსფარანტებით მარშის მონაწილეები პარლამენტთან მიმდებარე ტერიტორიისკენ მსვლელობას მართავენ.
სოლიდარობის მარშს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელიც შეუერთდა.