ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან აცრის მსურველებს სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მიღება თბილისში დამატებით 6 სამგზავრო ავტობუსში შეეძლებათ.
ვარკეთილის, გლდანის და სადგურის მოედნის გარდა, მოქალაქეები ვაქცინაციას შემდეგ ლოკაციებზე შეძლებენ:
-
საბურთალო – სითი მოლი (ვაჟა–ფშაველას გამზირი #70, ღია ავტოსადგომის ტერიტორია „სითი გარდენის“ მიმდებარედ);
-
გლდანი – სითი მოლი – (ი. ვეკუას #1 , ღია ავტოსადგომის ტერიტორია, მუხიანის მხარეს);
-
სამგორი – ისთ ფოინთი – (ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა , ზედა ავტოსადგომი);
-
სამგორი – (ორხევი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია);
-
ავჭალა – (ლიბანის ქ. 23, პოლიციასთან);
-
მუხიანი – (ნ. დუმბაძის გამზირი, პოლიციასთან, კორპუსი N5).
თბილისის გარდა, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები მოეწყო ქ. რუსთავშიც.
- ჭყონდიდელის დასახლება (რჩეულიშვილის N9-სუპერმარკეტი მადაგონის წინ);
- მე-12 მკ/რნ, N24 – 23ე საშუალო სკოლის წინ;
- მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, სუპერმარკეტი მადაგონის წინ.
ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ყოველდღე 10:00-დან – 20:000-მდე იმუშავებენ:
ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ და აცრის ჩატარებას სასურველი ვაქცინით შეძლებენ. სამგზავრო ავტობუსებში რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.