თბილისში, „რატის ბარში“ კაცი მოკლეს

პუბლიკა

11 მაისს, გამთენიისას თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე, „რატის ბარში“ ახალგაზრდა კაცი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, კაცს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

„პუბლიკას“ შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.