თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა

პუბლიკა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა – ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა, თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების  შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება. პრემიერ-მინისტრის ბრძანებითვე, მიხეილ ჩხენკელი, დღეიდან, დანიშნულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.