თეა წულუკიანმა ოსტატების რეესტრში ჩარიცხული სპეციალისტები წარადგინა

პუბლიკა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოსტატების რეესტრში ჩარიცხული სპეციალისტები წარადგინა.

სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე გასაუბრება 63-მა სპეციალისტმა გაიარა, რომელთაგან 34-ს კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ ძეგლთა დაცვის სისტემაში დასაქმების რეკომენდაცია მიეცათ.

გასაუბრების შედეგად ოსტატების რეესტრში ჩარიცხული ოსტატები არიან:

  • აბრამიშვილი თენგიზ – მოქანდაკე, ქვითხურო;
  • ალავერდაშვილი სიმონ – ქვითხურო;
  • არსენაძე არჩილ – კირითხურო;
  • ბერიძე ვახტანგ – ქვასა და ხეზე მომუშავე;
  • გაბისკირია ირაკლი – ქვითხურო;
  • გაფრინდაშვილი გია – ქვითხურო;
  • გიგაური პაატა – მოქანდაკე, ქვითხურო;
  • გოგიძე არჩილ – მეთუნუქე;
  • გოგიძე ონისე – მეთუნუქე;
  • გოგრიჭიანი ვახტანგ – ხითხურო;
  • გრიგალაშვილი ბადრი – ხითხურო, მეთუნუქე;
  • დენოსაშვილი მუხრან – მეთუნუქე;
  • ზავრაშვილი ნუგზარ – მოქანდაკე;
  • ზაზაძე გიორგი – ქვითხურო;
  • თევზაძე ნიკოლოზ – ქვითხურო, ხითხურო;
  • იოსელიანი ანატოლი – ქვის ოსტატური დამუშავება ქარხნულად;
  • კაცაძე გიორგი – ქვითხურო, კალატოზი;
  • კვარაცხელია გიორგი – ქვითხურო;
  • კვარაცხელია დავითი – ქვითხურო;
  • კვარაცხელია ზაალი – კირითხურო;
  • კვიწინაძე ჯუმბერ – მეთუნუქე;
  • მარუქაშვილი ირაკლი – ქვითხურო;
  • მარუქაშვილი გელა – კირითხურო;
  • მარუქაშვილი ტატო – ქვითხურო;
  • მექუდიშვილი ზურაბი – კირითხურო;
  • მექუდიშვილი გიორგი – კირითხურო, მეთუნუქე;
  • მურადაშვილი კახაბერ  – კირითხურო;
  • საღლიანი ზეზვა – ხითხურო;
  • ფაიქრიძე რომან – ქვითხურო,ხითხურო,(ტაძრები);
  • ჩალაძე ზაქრო – ქვითხურო;
  • ჩოხელი გივი – მოქანდაკე;
  • ჯვარიძე თორნიკე – ქვითხურო;
  • ჯვარიძე გელა – ქვითხურო.
  • ჯეჯელავა რამაზ – ხატმკვეთი, ხის ოსტატი.

სამინისტროში ამბობენ, რომ რეესტრში აღრიცხული ოსტატები დამატებით პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და ერთწლიანი პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში – სერტიფიკატს.

„ინფორმაციისთვის, ოსტატების რეესტრი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სათანადო ხარისხით დაცვის მიზნით შეიქმნა, ხოლო 2022 წლიდან მათი სერტიფიცირების სისტემა ამუშავდება. სამინისტროს მიზანია, რომ 2022 წლის 1 მაისიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ იმ სპეციალისტებს, რომელთაც ექნებათ სერტიფიკატით დადასტურებული პროფესიული უნარები.

ოსტატების რეესტრში ჩარიცხვის მსურველებს გაესაუბრა პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომისია შემდეგი შემადგენლობით: ტარიელ კიპაროიძე (არქიტექტორ-რესტავრატორი), მერაბ ბოჭოიძე (არქიტექტორ-რესტავრატორი), გოგოთურ მისრიაშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი), ნიკოლოზ ზაზუნიშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი), ნოდარ მინდორაშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი), სპარტაკ ჯვარიძე (სამუშაოთა მწარმოებელი, რესტავრატორი), გიორგი ციციშვილი (არქიტექტორი), დავით ჯინჭარაძე (არქიტექტორი), ლაშა შარტავა (არქიტექტორი), “- ამბობენ სამინისტროში.