სტუდენტების პროტესტის შემდეგ, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა აქციაზე დაზარალებულების შესახებ განცახდება გაავრცელა და მათ სოლიდარობა გამოუცხადა.
„უნივერსიტეტი სოლიდარობას უცხადებს აქციების დროს დაზარალებულ ყველა მოქალაქეს, მათ შორის ჩვენს კურსდამთავრებულებს – გიორგი მახარაძეს,
თათა თავდიშვილს, გიორგი ნაკაშიძეს, ირაკლი სირბილაშვილს, გიორგი ბახუტაშვილს, ავთო დიასამიძეს და სხვებს.მხარს ვუჭერთ დაკავებულებზე კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათების გავრცელებას მათი პატიმრობიდან განთავისუფლების მიზნით. მათ შორის მსახიობებზე – ანდრო ჭიჭინაძესა და ვეფხია კასრაძეზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
სტუდენტებმა 18 დეკემბერს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიე პროტესტის ნიშნად დაიკავეს და მოითხოვეს, რომ უნივერსიტეტს მათთან შეთანხმებით ოფიციალური სოლიდარობის განცხადება გაკეთებინა ანდრო ჭიჭინაძის და ყველა უკანონოდ დაკავებულისა და დაზარალებულის შესახებ.