თეატრალურის ლექტორები: მხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტების პროტესტს

პუბლიკა

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები რუსული კანონის საწინააღმდეგო განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ სტუდენტების პროტესტს მხარდაჭერას უცხადებენ.

„საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები გამოვხატავთ მკაფიო პოზიციას საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ,,რუსული კანონის“ წინააღმდეგ და მხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტების პროტესტს.

ჩვენი უნივერსიტეტის კედლებს ახსოვთ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯალათების მიერ მოწამლული და დაჩეხილი ადამიანები. მათი ხსოვნაც გვავალდებულებს, დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს, ჩვენი სტუდენტების გვერდით, საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერთა სია განახლებადია:

  • ირმა დოლიძე
  • ანა კვინიკაძე
  • ეკა კიკნაძე
  • ალექსანდრე კობერიძე
  • ლაურა კუტუბიძე
  • მაკა ვასაძე
  • მარიკა მამაცაშვილი
  • ქეთი მაჭავარიანი
  • ლელა ოჩიაური
  • სალომე სხირტლაძე
  • გიორგი რაზმაძე
  • თამარ ცაგარელი
  • ნათია წულუკიძე
  • მარგო ზუბაშვილი

საქართველოში ამ დროისთვის 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტური ჯგუფი გაიფიცა. სტუდენტების თქმით, აუდიტორიებში არ დაბრუნდებიან მანამ, სანამ მთავრობა რუსულ კანონს არ გაიწვევს.

ლექტორების ნაწილი, პროტესტის ნიშნად, ტოვებს იმ უნივერსიტეტებს, რომელთა ადმინისტრაციაც გაემიჯნა სტუდენტურ პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ.