თებერვალში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა

პუბლიკა

ეროვნული ბანკის ინფორმაციითა და სტატისტიკით, ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი 2024 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა.

ასე იყო იანვრის თვეშიც.

თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადის მოცულობამ 272.3 მლნ აშშ დოლარი, 723.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 26.9%-ით ნაკლებია 2023 წლის თებერვლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

სიაში, სადაც მოცემულია ფულადი გზავნილების მიღება საქართველოში ქვეყნების მიხედვით, რუსეთის შემდეგ მოდის იტალია, აშშ, ისრაელი, საბერძნეთი და გერმანია.

საქართველოდან კი, საზღვარგარეთ 2024 წლის თებერვალში 29.3 მლნ აშშ დოლარი გაიგზავნა.