თებერვლიდან პრაქტიკულად გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენაზე - თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, თებერვლიდან საერთაშორისო ფრენაზე ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება. ამის შესახებ მინისტრმა უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„დასრულების ფაზაშია ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროექტი და ვგეგმავთ, უკვე თებერვლიდან, პრაქტიკულად, გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენაზე და ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს სტუმრებს და მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში საჰაერო მიმოსვლა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სრულად 21 მარტიდან შეწყდა.