თებერვლის დასაწყისში ველოდებით 15 000-მდე დიაგნოსტირებულ შემთხვევას - იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „TV პირველის“ ეთერში ეპიდვითარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ყოველდღიურად იცვლება მონაცემები, რადგან „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და ამ დღეებში ინფიცირების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე ეს შტამი იქნება.

პაატა იმნაძე ამბობს, რომ დაცვის საშუალებები იგივე რჩება აცრა, პირბადე, დისტანცია.

„ყველა იმ ქვეყანაში, სადაც გავრცელდა ვნახეთ რაც ხდება, ძალიან სწრაფად ვრცელდება „ომიკრონი“ და ყველანაირ რეკორდს ხსნის. ჩვენც ამ გზით მივდივართ. 8 000 დიაგნოსტირებული შემთვევა არაფერს არ ნიშნავს ჩვენ რელაურად შეიძლება ორჯერ და სამჯერ მეტი გვქონდეს მალე. ვიცით და ჩვენი პროგნოზიც იყო, რომ პიკზე გავალთ, სადღაც თებერვლის პირველ დეკადაში, გავალთ პიკზე და ველოდებით სადღაც 12- 15 000 დიაგნოსტირებულ შემთხვევას, რაც რა თქმა უნდა რეალობაში მინიმუმ 2-3-ჯერ მეტი იქნება. ეს არის რეალობა, “- აცხადებს პაატა იმნაძე.

მისი თქმით, ჯერჯერობით ყველა შემთხვევა „ომიკრონი“ არ არის, ცირკულირებს დელტა შტამიც. თბილისში ახალი შემთხვევების 60% არის უკვე „ომიკრონი“, თუმცა პაატა იმნაძის თქმით, რეგიონებში ჯერ ასე ძალიან არაა გავრცელებული.