19 აპრილს, კვირას თელ-ავივში მოქალაქეებმა 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით აქცია გამართეს.
გამოცემა haaretz -ის ინფორმაციით, „შავი მარშის“ პროტესტის მონაწილეებმა კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისის დროს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთიანიჰუს მიერ მიღებული ანტიდემოკრატიული ზომები გააპროტესტეს, მათ შორის მოქალაქეების მობილურით კონტროლი.
„შავი მარშის“ პროტესტი ისრაელში მარტში დაიწყო, როცა ხალხი ასობით მანქანითა და მოტიციკლით ქუჩაში გამოვიდა და ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ მთავრობის მიერ მიღებული მკაცრი ზომები გააპროტესტეს.