„თელასი“ წყალმომარაგების აღდგენამდე გეგმურ სამუშაოებს აჩერებს

პუბლიკა

„თელასის“ ცნობით, დროებით აჩერებენ გეგმურ სამუშაოებს.

„დედაქალაქის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით სს „თელასი“ დროებით აჩერებს გეგმურ სამუშაოებს. წყალმომარაგების სრულ აღდგენამდე კომპანია „თელასი“ არ ჩაატარებს საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებულ ქსელის რეაბილიტაციისა და მოდერნიზების მასშტაბურ სამუშაოებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

GWP-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, დაზიანებული მაგისტრალის აღდგენის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება და უკვე არსებული გეგმის თანახმად, არაუგვიანეს ერთ კვირაში დასრულდება.

მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში, 63 000 აბონენტთან დაწესებულია წყლის მიწოდების სპეციალური რეჟიმი. გარდა ამისა, უკვე მობილიზებულია საკმარისი რაოდენობის ავტოცისტერნები, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობა სასმელი წყლით მომარაგდება.