თელავის მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი მოკლეს

პუბლიკა

თელავში, სოფელ ლალისყურში, გასულ ღამეს ორი ადამიანი მოკლეს.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 19-109 მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაც გულისხმობს. საქმე ასევე აღძრულია სსკ-ს 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება, ტარებას გულიხმობს.