თელავის საკრებულოს წევრმა ენმ დატოვა - რას ამბობენ პარტიაში

პუბლიკა

თელავის საკრებულოს წევრმა იმედა კევლიშვილმა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე გაავრცელა ინფორმაცია და თქვა, რომ ეს მისთვის მტკივნეული გადაწყვეტილებაა.

„იმიტომ ვტოვებ, რომ  ნაცმოძრაობამ მოაწყო ბოიკოტი, 6 თვეა არც ერთ შეკრებაზე არ დაუძახივარ. თავჯდომარე ისე აირჩიეს მე არ ვიცოდი. პარტიაში განსხვავებული აზრი ითვლება მიუღებლად. ვაშაძე მოიყვანეს და ვის ჰკითხეს.

ვისაც შეუძლია ფულზე გაყიდვა სულ ფული ელანდება. ეს პარტია მაშინ არ დავტოვე როცა ხან სუსი მიბარებდა დაკითხვაზე ხან შსს. არც მაშინ როცა ორჯერ ამომშალეს სარჩევნო სიებიდან. არც მაშინ როცა მელიას მარდაჭერისთვის მეგობრობიდან ბოტკოველმა, კირკიტაძემ და ხაბემ წამშალეს. კიდე გიმეორებთ როცა 7 თვე არ გეძახიან არცერთ ღონისძიებაზე, არ გეძახიან ოფისში შეკრაბაზე, ყველა გადაწვეტილებას იღებენ შენს გარეშე ადამიანს ცოტა თავმოყვარეობა უნდა გქონდეს, “- წერს ის.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა თქვა, რომ „სავარაუდოდ, პარტიიდან წასვლების კვირეული იქნება“.

„ნებისმიერი ადამიანის წასვლა პარტიიდან არ არის სასარგებლო, მაგრამ ალბათ, პარტიიდან წასვლების კვირეული იქნება. ჩვენ ხომ ვნახეთ იანვრის თვეში განცხადებები, ამ ადამიანებმა ზოგმა ფრაქცია დატოვა, ზოგმა განცხადებები გააკეთა და ალბათ, ახლა იმ სიტყვას – ფრაქციას, შეცვლიან პარტიით, მიზანიც სწორედ ეს იყო ამ ადამიანებისთვის,“ – ასე გამოეხმაურა გიორგი ბოტკოველი იმედა კევლიშვილის განცხადებას პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით.