თელავის საკრებულოს წევრს ცოლზე და შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებენ

პუბლიკა

თელავის საკრებულოს წევრს მიხეილ გრემელაშვილს ცოლზე და შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებენ. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გრემელაშვილის ნათესავმა გაავრცელა. ის წერს, რომ გრემელაშვილი სისტემატურად ძალადობს შვილებზე.

„ცოლ- შვილის ცემა, ძალადობა და იარაღით დევნა და სროლა მისი მხრიდან წლებია უკვე გრძელდება”, – წერს ოჯახის ახლობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” დაუდასტურეს, რომ გრემელაშვილის შვილები გამოკითხვაზე არიან, საქმეზე კი გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.


მიხეილ გრემელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შალაურის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. ის „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო, საკრებულოში ყოფნის პერიოდში კი პარტია დატოვა. ამჟამად მიხეილ გრემელაშვილი ფრაქცია „საქართელოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს.