თელავში პირმა მამაკაცი დაჭრა, მისი თანმხლები 29 წლის ქალი კი მოკლა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 49 წლის პირი, ჯ.ა. დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ჯ.ა.-მ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ თავის ნაცნობ მამაკაცს – 37 წლის ხ.ე.-ს და ამ უკანასკნელის თანმხლებ ქალს – 29 წლის დ.ფ.-ს არაერთი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, დაშავებული ქალი კი მიღებული ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს და პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

უწყების ცნობითვე, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ემუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.