დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძე განმარტებით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანს ემოციურ ფონზე ტემპერატურა უწევს.
მისი თქმით, ის ყოველ საათში ეცნობა ცხელ ხაზზე შესული ზარების სტატისტიკას. მისი თქმით, ამ შემთხვევაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანების სწორ ინფორმირებას.
„ძალიან ბევრია ამ პერიოდში „ემოციური ტემპერატურის” შემთხვევები. ცნობილი ფაქტია მედიცინაში, ძლიერ ემოციურ ფონზე შეიძლება ტემპერატურამ 37 – 37,2 გრადუსზე აიწიოს. ახლა ბავშვებში ბევრი 37 გრადუს აღარც თვლის მომატებულ ტემპერატურად.
ის, რასაც ბრძანებთ ეს არის ძლიერი ზოგადი ემოციური ფონის [შედეგი]. მოგეხსნებათ უზნაძის „განწყობის თეორია”. ჩვენ ყველას შინაგანი განწყობა გვაქვს და გარკვეული არამანიფესტირებული შიში არის, რა თქმა უნდა, მოსახლეობაში. ამიტომ ამის ყველაზე კარგი წამალი, ყველაზე კარგი დამამშვიდებელი არის ისევ და ისევ მედიის საშუალებით მეტი საუბარი. პანდმიაა მსოფლიოში, რაც შინაგან შიშსა და შფოთს ბადებს ადამიანში, ამიტომ ბევრი უნდა ვესაუბროთ ადამიანებს თქვენი საშუალებით, უნდა ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე. რომ საქმე გვაქვს რესპირატორულ დაავადებასთან, რომ 80% სწრაფად გამოჯანმრთელდება, რომ 20%-ს დასჭირდება სეროზული ჰოსპიტლური დახმარება”, – განაცხადა გამყრელიძემ.