ტემპერატურის მომატების გამო იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი - საგანგებო მოსახლეობას აფრთხილებს

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ერთი კვირის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მომატება. რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

„გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112″-ს“, – განთქვამია განცხადებაში.