თბილისში, თემქაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი თქმით, „112″-ში შევიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, მონადირის ქუჩაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. ინიციატორის გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო ერთსართულიან შენობაზე.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ შენობაში განთავსებული იყო საწყობი და ავეჯის საამქრო.
„შენობის სიახლოვეს არის დასახლებული ტერიტორია და არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე, თუმცა სწრაფი რეაგირების შედეგად საშიშროების თავიდან არიდება დროულად მოხერხდა.
ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი”, – ნათქვამია განცხადებაში.