თემურ კარბაია დღეს გალში დაკრძალეს

პუბლიკა

„მოძრაობა აფხაზეთისთვის“ ცნობით, 9 დეკემბერს, სოხუმის საავადმყოფოში გარდაცვლილი თემურ კარბაია დღეს გალის სოფელ წარჩეში დაკრძალეს.

მოძრაობის ცნობით, ჩატარდა ექპერტიზა, რომელმაც დაამტკიცა, რომ კარბაია ცემის შედეგად მიყენებული დაზინაებით გარდაიცვალა.

„დღეს აფხაზეთში, გალში – სოფელ წარᲩეᲨი. მიწას მიაბარეს ე.წ. მილიციელების – ზარაქუა, კვეკვესქირი და აბᲨილავას მიერ ცემით მოკლულ ვიტალი კარბაიას. ჩვენი ინფორმაციით გუშინ საღამოს გალის რაიონის ხელმძღვანელის მიერ იყო მოთხოვნა, ჩატარებულიყო ექსპერტიზა, რომელიც ჩაუტარდა. ექსპერტიზამ დაამტკიცა ცემის შემდგომ მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაცვალება“, – აცხადებს „მოძრაობა აფხაზეთისთვის“.

9 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ გალში ადგილობრივი ე.წ. მილიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. სუს-ში განაცხადეს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს, თუმცა არ დაადასტურეს მისი უკანონოდ დაკავების მცდელობა.