ტენდენცია არის დამძიმებისკენ. სხეულის წონა და მასა მცირდება - სააკაშვილის მკურნალი ექიმი

პუბლიკა

„ტენდენცია არის დამძიმებისკენ, იქედან გამოდმინარე, რომ სხეულის წონა და მასა მცირდება, რჩება ძალიან დაქვეითებული, 20 თებერვლისთვის წონა იყო 67 კილო და 200 გრამი და სხეულის მასის ინდექსი იყო 18,2“,– ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა თამარ დავარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დავარასვილი ამბობს, რომ პაციენტთან გამოხატულია ზოგადი სისუსტე.

„ძალიან დასუსტებულია, საწოლშია პაციენტი, აქვს კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის, ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით, მაგრამ ეს ტკივილი მაინც რჩება.

ყველაზე სავალალო არის, რომ კვლება რჩება არაბალანსირებული, მაგრამ ამ არაბალანსსირებულ საკვებს იღებს და ირგებს, ათვისება ორგანიზმის მიერ ხდება, თუნდაც პირღებინება ან გულის რევა ძალიან იშვიათად რომ დაფიქსირებულიყო ჩვენთან, მაგრამ ეს არა ბალანსირებული კვება ჩვენ ძალიან გვიშლის ხელს“,- განაცხადა დავარაშვილმა.

მისივე თქმით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი გარკვეული მარკერების გათვალისიწნებით,  ყოველკვირეულად ხდება, რაც გულისხმობს, ანთებითი პროცესის, სისხლის საერთო ანალიზის და სხვა ბიოქიმიური მაჩვენებლების ანალიზს.

„უმნიშვნელო ცვლილებები არის, მაგრამ ჩვენ ვახდენთ ამის კორეგირებას ჩვენ ავუხსენით პაციენტს, რომ აუცილებლად უნდა მიიღოს სალათები უნდა მიიღოს, იმიტომ რომ იქ იყო ისეთი ცვილებები… რა თქმა უნდა, პაციენტს სჯერავს რასაც ვეუბნები, ვერ ვიტყვი რომ არ მომყვება და არ ითვალისწინებს, ესეც გაითვალისწინეს და ჰემოსტაზის მაჩვენებლები გამსოწორებულია უკვე , ეს იყო უმნიშვნელო, მაგრამ თადარიგი დავიჭირეთ“,- განაცხადა დავარაშვილმა.

მისივე თქმით, დღეისათვის პაციენტის ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები რჩება სტაბილური.