ტენდენციაა, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულს ეფექტურად არ იძიებენ - ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თავი შეიკავა ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების განაჩენის შეფასებისგან, თუმცა განაცხადა, რომ სხვა შემთხვევებთან ერთად ეს შემთხვევაც ომბუდსმენის განსაკუთრებული ყურადღების საგანია.

მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში ხშირად აქვს ადგილი ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ თუ სიტყვიერ ანგარიშგებას და ასეთი ქმედებები ან დაუსჯელი რჩება ან გამოძიება დროში იწელება.

სახალხო დამცველმა  5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება დააანონსა. მისი თქმით, ამ დღის ძალადობის ორგანიზატორები არიან დაუსჯელი და მათ მიმართ სისხლის სამართლის დევნაც კი არ არის დაწყებული. მას მიაჩნია, რომ ბრალის წარსადგენად მტკიცებულებათა ერთობლიობა არსებობს.

„ქვეყანაში არის ტენდენცია, როდესაც ვხედავთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულის ეფექტური გამოძიება არ ხდება“, – განაცხადა ლომჯარიამ.