თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა

პუბლიკა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება.

„ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას, ვინც ყურადღება გამოხატა”. – ვკითხულობთ ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. სიმპტომების გართულების გამო მას მალევე ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.