თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

კლინიკის გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.

„ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს”, – ნათქვამია განცხადებაში.