კორონავირუსი თენგიზ ცერცვაძის მეუღლესაც დაუდასტურდა

პუბლიკა

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსი ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ცოლს, ანა თოფურიასაც დაუდასტურდა.

ცენტრის განცხადებით, ანა თოფურიას რაიმე გამოკვეთილი სიმპტომი არ აწუხებს და ის სახლში მკურნალობს.

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს დაუდასტურდა. ცენტრის განცხადებით, მას გუშინ ხველა, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურა 37.8 გრადუსი აღენიშნებოდა.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ცერცვაძეს იგივე სიმპტომები აქვს, თუმცა სხეულის ტემპერატურა შედარებით დაბალია. თენგიზ ცერცვაძე და ანა თოფურია სახლის პირობებში შესაბამისი დადგენილი გაიდლაინის და პროტიკოლის მიხედვით მკურნალობენ.