ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ხუთი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, სავარაუდოდ, იტალიასთან არის დაკავშირებული. მან ტელეკომპანია „მაესტროსთან“ განაცხადა, რომ დეტალები ჯერ არ იცის და მალე გაარკვევს.
„ერთადერთი ვიცი, რომ იტალიასთან არის დაკავშირებული, მაგრამ თავად იყვნენ იტალიაში, თუ იქიდან ჩამოსულებმა დაასნებოვნეს, ამას გავიგებ მას შემდეგ, რაც დავუკავშირდები თანამშრომლებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.