თეონა ცხომელიძემ „რუსთავი 2“ დატოვა

პუბლიკა

ტელეწამყვანი თეონა ცხომელიძე „რუსთავი 2-ს“ ტოვებს – ამის შესახებ ჟურნალისტი თავის Facebook-გვერდზე წერს.

„მივდივარ “რუსთავი 2”-დან, რადგან ვეღარ ვხედავ ჩემს თავს ამ არხზე. არ ვეთანხმები სარედაქციო პოლიტიკას, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა, რომელიც მიუღებელია ჩემთვის და რომელიც მაყურებლისთვისაც საგრძნობია. 17 წელი ცოტა არაა პროფესიაში, კარგად რომ გაარჩიო სწორი და არასწორი“, – აცხადებს ცხომელიძე.

</blockquote


11 აგვისტოს „რუსთავი 2“ ასევე დატოვა ჟურნალისტმა გურამ როგავამ. მისი თქმით, 5 ივლისის მოვლენების შემდეგ, არხის საინფორმაციო პოლიტიკა მისთვის მიუღებლად შეიცვალა.