ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროს საბურთალოს ხაზი გაჩერებულია

პუბლიკა

თბილისის მეტროსადგურის საბურთალოს ხაზი ტექნიკური პრობლემების გამო მთლიანად გაჩერებულია. ამ დროისთვის მგზავრებს მხოლოდ პირველი ხაზი ემსახურება.

როგორც „პუბლიკას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ხარვეზის გამოსასწორებლად სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, მხოლოდ ერთი სადგურიდან გახდა საჭირო მგზავრების გამოყვანა და ამ დროისთვის ყველა მგზავრი უსაფრთხოდაა გამოყვანილი.

ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება საბურთალოს ხაზზე მოძრაობა.

განახლება: 21:02 საათის მონაცემებით, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია.