საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე გადადის.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები – ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე გადავლენ“, – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის სილაბუსებით გათვალისწინებული მასალის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით მიწოდებას უზრუნველყოფს.
„კომპონენტებით სწავლის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტი დეტალურ ინფორმაციას ვებგვერდისა და ფეისბუქგვერდის მეშვეობით გაავრცელებს“, – წერია განცხადებაში.