თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები წყალში მის დასახმარებლად ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა. ერთი თანმხლები პირი კი ხმელეთზე დარჩა.