ტერმინალურ სტადიაზე შემოყვანილი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ეწერება კლინიკიდან - რატიანი

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში ტერმინალურ სტადიაზე [სიკვდილისწინა სტადია] შეყვანილი პატიენტი გამოჯანმრთელებულია და მას კლინიკიდან რამდენიმე საათში გაწერენ. მისი თქმით, აღნიშნული პაციენტი მარნეული-ბოლნისის კლასტერიდანაა.

„იცით, რომ ჩვენს კლინიკაში შემოსული იყო კრიტიკული კი არა, ტერმინალურ სტადიაზე მყოფი პაციენტი მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან. ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის დადებითი. მინდა ასევე გაუწყოთ, რომ გამოჯანმრთელებულია და ის რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას.

მისი მდგომარეობა არათუ კრიტიკული, არამედ ტერმინალური იყო. ჩატარებული სიმპტომური მკურნალობით ამ კლინიკის კედლებში ქალბატონი გადარჩა და ეწერება კლინიკიდან”, – ამბობს რატიანი.


კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ამ ეტაპისთვის 230-ია.

გამოჯანმრთელებულია  52 ადამიანი და გარდაცვლილი 3.

კარანტინის რეჟიმში 4829 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 410 მოქალაქე იმყოფება.