დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) კორონავირუსით ინფიცირების შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლებიც საქართველოში ინფიცირებულ 485 პაციენტზე ინფორმაციას მოიცავს.
NCDC-ის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა 22% 15-29 წლის ასაკობრივ ჯგუფშია.
NCDC-ის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 43, მაქსიმალური ასაკი კი 87 წელია. რაც შეეხება სქესის მიხედვით განაწილებას, ინფიცირებული კაცებისა და ქალების რაოდენობა, ფაქტობრივად, თანაბარია და 50/50-ზე იყოფა.